შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა - ქობულეთის მუნიციპალიტეტის, დაბა ოჩხამურში სს „აჭარის წყლის ალიანსის“ ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის (N4) და საკანალიზაციო სისტემის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტი

საჯარო განხილვები

  • დაწყების თარიღი:

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის და  საკანალიზაციო სისტემის მოწყობა და ექსპლუატაცია;

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: სს „აჭარის წყლის ალიანსი“;

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქობულეთის მუნიციპალიტეტი, დაბა ოჩხამური;

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:

  • 2023 წლის 29 ივნისი 13:00 საათი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა.

 

საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.

"გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის" თანახმად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში. საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს. 

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 14 ივლისის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N34 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნების/მოსაზრებების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას  მიუთითოთ  შემდეგი ადრესატი:  სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).

მოთხოვნის შემთხვევაში, სააგენტო უზრუნველყოფს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიწოდებას ნაბეჭდი სახით.

იხ. საჯარო განხილვის წესი - https://matsne.gov.ge/ka/document/view/4054941?publication=0