შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფ. მარაბდაში შპს „თი ეს გრუპის“ ცემენტის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტი

საჯარო განხილვები

  • დაწყების თარიღი:

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ცემენტის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილება;

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „თი ეს გრუპი“;

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, სოფ. მარაბდა;

საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო;

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვების დრო და ადგილი: 

2022 წლის 30 აგვისტო, 15:00 საათი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, სოფ. მარაბდის საჯარო სკოლის შენობა;

“გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის” თანახმად, სკოპინგის დასკვნის მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.

წარმოდგენილ სკოპინგის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2022 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას  მიუთითოთ  შემდეგი ადრესატი:  სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).

ამასთან, დამატებით გაცნობებთ, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნაბეჭდი/მატერიალური ვერსია ასევე ხელმისაწვდომია სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

 

განცხადება ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/625