გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა - ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქვემო ქართლის ფილიალის მაღალი ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების ექსპლუატაციის პირობების ცვლილება (ეგხ ,,ტანძიას" N69 ანძიდან - N85 ანძამდე მონაკვეთის დერეფნის ცვლილება)
საჯარო განხილვები
- დაწყების თარიღი:
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქვემო ქართლის ფილიალის მაღალი ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების ექსპლუატაციის პირობების ცვლილება (ეგხ ,,ტანძიას" N69 ანძიდან - N85 ანძამდე მონაკვეთის დერეფნის ცვლილება);
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: სს „ენერგო-პრო ჯორჯია“;
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ბოლნისის მუნიციპალიტეტი;
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:
- 2022 წლის 9 სექტემბერი, 14:00 საათი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფ. გეტას სარიტუალო დარბაზი.
საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.
"გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის" თანახმად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.
გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფ. გეტას სარიტუალო დარბაზში. საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2022 წლის 23 სექტემბრის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნების/მოსაზრებების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).
მოთხოვნის შემთხვევაში, სამინისტრო უზრუნველყოფს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიწოდებას ნაბეჭდი სახით.