შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა - ქ. თბილისში, შპს „პეტროკას ფიუელ სერვისიზ ჯორჯიას“ 5500 მ3 ტევადობის ნავთობპროდუქტების საცავის ექსპლუატაციის პირობების ცვლილების (20000 ტონა წლიური ტვირთბრუნვის გაზრდა 60000 ტონა წლიურ ტვირთბრუნვამდე) პროექტი

საჯარო განხილვები

  • დაწყების თარიღი:

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება:  ნავთობპროდუქტების საცავის ექსპლუატაციის პირობების ცვლილება;

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „პეტროკას ფიუელ სერვისიზ ჯორჯია“;

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქ. თბილისი, აეროპორტის გზის მარცხენა მხარე;

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:



2022 წლის 14 სექტემბერი, 12:00 საათი, ქ. თბილისი, სამგორის რაიონის გამგეობის შენობა (მის: მოსკოვის გამზირი N14);

საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო. 

 

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის თანახმად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს გარემოს ეროვნული სააგენტო. 

 

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება ქ. თბილისში, სამგორის რაიონის გამგეობის შენობაში (მის: მოსკოვის გამზირი N14). საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.

 

დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ  გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2022 წლის 28 სექტემბრის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge  (გთხოვთ, შენიშვნების/მოსაზრებების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას  მიუთითოთ  შემდეგი ადრესატი:  სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).

 

მოთხოვნის შემთხვევაში, სააგენტო უზრუნველყოფს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიწოდებას ნაბეჭდი სახით.