შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის, სტეფანწმინდა-გველეთის (ლოტი 1) საპროექტო მონაკვეთის მშენებლობის/რეკონსტრუქციის პროექტი

საჯარო განხილვები

  • დაწყების თარიღი:

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის, სტეფანწმინდა-გველეთის (ლოტი 1) საპროექტო მონაკვეთის მშენებლობა და რეკონსტრუქცია; 

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი:  საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი;

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი:  ყაზბეგის მუნიციპალიტეტი;

საჯარო განხილვის ორგანიზატორი:  სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო;


დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი: 

2023 წლის 3 ივლისი, 14:00 საათი, დაბა სტეფანწმინდის კულტურის სახლის შენობა; 

“გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის” თანახმად, სკოპინგის დასკვნის მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.

წარმოდგენილ სკოპინგის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ საგენტოს 2023 წლის 6 ივლისის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N34 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge     (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას  მიუთითოთ  შემდეგი ადრესატი:  სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტო). 

ამასთან, დამატებით გაცნობებთ, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნაბეჭდი/მატერიალური ვერსია ასევე ხელმისაწვდომია სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.