შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფ. მარაბდაში, შპს „თი ეს გრუპის“ ცემენტის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტი

საჯარო განხილვები

  • დაწყების თარიღი:

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ცემენტის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილება;

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „თი ეს გრუპი“;

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, სოფ. მარაბდა;

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშების საჯარო განხილვების დრო და ადგილი:

• 2023 წლის 27 ივლისი 13:00 საათი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, სოფ. მარაბდის საჯარო სკოლის შენობა;

საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.

"გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის" თანახმად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშების საჯარო განხილვები გაიმართება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფ. მარაბდის საჯარო სკოლის შენობაში. საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს. 

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N34 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნების/მოსაზრებების ელ. ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტო).

მოთხოვნის შემთხვევაში, სააგენტო უზრუნველყოფს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიწოდებას ნაბეჭდი სახით.

იხ. საჯარო განხილვის წესი - https://matsne.gov.ge/ka/document/view/4054941?publication=0