გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა - ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, შპს „პლასტიკ ადიოსის“ ნარჩენების აღდგენის საწარმოს მოწყობა და ექსპლუატაცია
საჯარო განხილვები
- დაწყების თარიღი:
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ნარჩენების აღდგენა;
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „პლასტიკ ადიოს“;
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფ: მერია;
საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო;
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშების საჯარო განხილვების დრო და ადგილი:
• 2023 წლის 20 ივლისი, 15:00 საათი, სოფ. მერიის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა;
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის” თანახმად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.
წარმოდგენილ დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 7 აგვისტოს ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N34 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტო).