გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა - მარტვილის მუნიციპალიტეტში, შპს „ლესულუხეჰესის“ მდ. წაჩხურზე 5,0 მგვტ სიმძლავრის „ლესულუხე ჰესის“ მშენებლობა და ექსპლუატაცია
საჯარო განხილვები
- დაწყების თარიღი:
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა და ექსპლუატაცია;
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „ლესულუხეჰესი“;
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: მარტვილის მუნიციპალიტეტი;
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშების საჯარო განხილვების დრო და ადგილი:
• 2023 წლის 24 ივლისი, 15:00 საათი, მარტვილის მუნიციპალიტეტი, სოფ. სალხინოს საჯარო სკოლის შენობა;
საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო;
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის” თანახმად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.
გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშების საჯარო განხილვა გაიმართება მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფ. სალხინოს საჯარო სკოლის შენობაში. საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 14 აგვისტოს ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N34 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნების/მოსაზრებების ელ. ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტო).
მოთხოვნის შემთხვევაში, სააგენტო უზრუნველყოფს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიწოდებას ნაბეჭდი სახით.
იხ. საჯარო განხილვის წესი - https://matsne.gov.ge/ka/document/view/4054941?publication=0