შპს „ღვლევი უინდსთრიმის“ მიერ 140 მგვტ ქარის ელექტროსადგურის, 35 კვ მიწისქვეშა საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზის, 35/220 კვ ქვესადგურის და 220 კვ საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისა და ექსპლოატაციის პროექტი
საჯარო განხილვები
- დაწყების თარიღი:
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა და ექსპლოატაცია
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „ღვლევი უინდსთრიმი“
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქარელის მუნიციპალიტეტი
საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:
- 2025 წლის 27 ოქტომბერი, 12:00 საათი, ქარელის მუნიციპალიტეტის, ზემო ხვედურეთის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა
- 2025 წლის 27 ოქტომბერი, 15:00 საათი, გორის მუნიციპალიტეტის, სკრის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა
წარმოდგენილ სკოპინგის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2025 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).
პროექტის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ei.gov.ge/ka/info/0842d094-bc6e-4bbd-aa2d-84a2c89b1bb6