შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ ქ. ბაღდათში საკანალიზაციო სისტემისა და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა და ექსპლუატაცია

საჯარო განხილვები

  • დაწყების თარიღი:

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ქ. ბაღდათში საკანალიზაციო სისტემისა და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა და ექსპლუატაცია

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ბაღდათის მუნიციპალიტეტი

საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო

დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვების დრო და ადგილი: 

 

  • 2025 წლის 11 დეკემბერი, 12:00 საათი, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა (მის.: ქ. ბაღდათი, აკაკი წერეთლის ქ. N9)

 

  • 2025 წლის 11 დეკემბერი, 14:00 საათი, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფ. ვარციხის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა

 

წარმოდგენილ გზშ-ის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2025 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნების/მოსაზრებების ელფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).

პროექტის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ei.gov.ge/ka/info/efa93b07-22ca-41ab-b421-a85a12dfbe3f