შპს „ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯიას“ მიერ მდ. სუფსაზე 15 მგვტ დადგმული სიმძლავრის „სურები 2 ჰესის“ მშენებლობა-ექსპლუატაცია
საჯარო განხილვები
- დაწყების თარიღი:
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ჰესის მშენებლობა-ექსპლუატაცია
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯია“
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო
დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:
- 2026 წლის 12 იანვარი, 15:00 საათი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ზემო სურების საჯარო სკოლის შენობა
წარმოდგენილ გზშ-ის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2026 წლის 27 იანვრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს)
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ei.gov.ge/ka/info/56ed75c7-15eb-48f9-a8b5-f1999ac7effc
