მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფ. იაღლუჯას მიმდებარედ, საპროექტო 105.6 მგვტ მზის ელექტროსადგურის, 220/35 კვ ძაბვის ქვესადგურის და 220 კვ ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა-ექსპლუატაცია
საჯარო განხილვები
- დაწყების თარიღი:
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფ. იაღლუჯას მიმდებარედ, საპროექტო 105.6 მგვტ. მზის ელექტროსადგურის, 220/35 კვ ძაბვის ქვესადგურის და 220 კვ ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს ,,იტეკ მარნეული 100 მვტ“
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: მარნეულის მუნიციპალიტეტი
საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო
დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:
- 2026 წლის 4 თებერვალი, 12:00 საათი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა (მის.: რუსთაველის ქ. N 73)
წარმოდგენილ გზშ-ის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2026 წლის 18 თებერვლის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს)
პროექტის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ei.gov.ge/ka/info/41cfb84d-c3b1-45ce-bced-f13d40b66950
