ქ. თბილისში 3.7 მგვტ დადგმული სიმძლავრის „თბილისი უოთერფოლს“ ჰესის მშენებლობა და ექსპლუატაცია
საჯარო განხილვები
- დაწყების თარიღი:
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: 5.7 მგვტ სიმძლავრის, მონაცემთა ცენტრი „ბილიკის“ და 3.7 მგვტ დადგმული სიმძლავრის „თბილისი უოთერფოლს“ ჰესის მშენებლობა-ექსპლუატაციის პროექტი
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „ჯორჯიან გრინ ენერჯი“
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქ. თბილისი
საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო;
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:
- 2026 წლის 26 იანვარი, 12:00 საათი, ისნის რაიონის გამგეობის შენობა (მის: ქ.თბილისი ნავთლუღის ქუჩა 8_1)
წარმოდგენილ სკოპინგის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2026 წლის 28 იანვრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს)
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ei.gov.ge/ka/info/852cd1b1-577b-42e3-bfb9-c21cc392e9d0
