გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა - სს „RMG Copper”-ის მადნის გამამდიდრებელი ფაბრიკის ექსპლუატაციის პირობების შეცვლის (ახალი კუდსაცავის მოწყობა) პროექტი
საჯარო განხილვები
- დაწყების თარიღი:
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: მადნის გამამდიდრებელი ფაბრიკის ექსპლუატაციის პირობების შეცვლილება (ახალი კუდსაცავის მოწყობა); დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: სს „RMG Copper”;
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ბოლნისის მუნიციპალიტეტი;
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:
- 2022 წლის 27 სექტემბერი, 12:00 საათი, ბოლნისის მუნიციპალიტეტი, სოფ. გეტას სარიტუალო დარბაზი;
- 2022 წლის 27 სექტემბერი, 15:00 საათი, ბოლნისის მუნიციპალიტეტი, დაბა კაზრეთის საზოგადოებრივი ცენტრის შენობა;
საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.
"გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის" თანახმად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.
საჯარო განხილვები ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2022 წლის 11 ოქტომბრის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო).