შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების თაობაზე - შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის (ნაგავსაყრელის) მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი

შეჩერებული/შეწყვეტილი ადმინისტრაციული წარმოებები

  • დაწყების თარიღი:

შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში წარმოდგენილი იყო განცხადება, რომელიც ეხება  სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის (ნაგავსაყრელის) მშენებლობასა და ექსპლუატაციას (იხ. ლინკი: https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/33928 ).

ზემოაღნიშნულ პროექტზე გარკვეული საკითხების დაზუსტების მიზნით, 2022 წლის 22 ივნისს N 21/2821 წერილის საფუძველზე სააგენტომ შეაჩერა ადმინისტრაციული წარმოება. (იხ. ლინკი: https://nea.gov.ge/Ge/GZSH/336).

2022 წლის 19 აგვისტოს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ N 21/2821 წერილის შესაბამისად სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილ იქნა დამატებითი (დაზუსტებული) ინფორმაცია (იხ. ლინკი: https://nea.gov.ge/Ge/GZSH/653)  სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის (ნაგავსაყრელის) მშენებლობისა და ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე.

დაინტერესებულ საზოგადოებას გაცნობებთ, რომ სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის 5 სექტემბერს N 21/5001 წერილის საფუძველზე, პროექტთან დაკავშირებული გარკვეული საკითხების დაზუსტების მიზნით, მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების შესახებ.

გადმოწერეთ მობილური აპლიკაცია და მიიღეთ ამინდის შესახებ ადრეული გაფრთხილებები

მობილური აპლიკაცია უზრუნველყოფს ამინდის პროგნოზის შესახებ დროულ შეტყობინებებს, რათა წინასწარ იყოთ ინფორმირებული მოსალოდნელი მეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ

ცხელი ხაზი: 1501