გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე - გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფ. აღთაკლიაში, შპს „პეტროლჰაბის“ 9000 მ3 ტევადობის ნავთობპროდუქტების საცავის მოწყობა-ექსპლუატაციის პროექტი
შეჩერებული/შეწყვეტილი ადმინისტრაციული წარმოებები
- დაწყების თარიღი:
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით შპს „პეტროლჰაბის“ მიერ სააგენტოში წარმოდგენილ იქნა გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფ. აღთაკლიაში, 9000 მ3 ტევადობის ნავთობპროდუქტების საცავის მოწყობა-ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში, რომელიც განთავსდა სააგენტოს ვებგვერდზე (იხ. ბმული - https://nea.gov.ge/Ge/GZSH/660).
2022 წლის 6 სექტემბრის N21/5048 წერილის შესაბამისად, ზემოაღნიშნულ პროექტზე სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ.