გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე - ხობის მუნიციპალიტეტში, შპს „პალიასტომი-2004“-ის თევზის გადამამუშავებელი საწარმოს (საკვები პროდუქტების მწარმოებელი მულტიფუნქციური კომპლექსის) მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტი
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადება (გზშ პროცედურა)
- დაწყების თარიღი:
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: თევზის გადამამუშავებელი საწარმოს (საკვები პროდუქტების მწარმოებელი მულტიფუნქციური კომპლექსის) მშენებლობა და ექსპლუატაცია;
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „პალიასტომი-2004“;
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ხობის მუნიციპალიტეტი, სოფელი ყულევი;
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2022 წლის 14 ნოემბრის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო).