შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

სგშ - სკრინინგის განცხადება - „ქ. ბათუმში, დასახლება მეჯინისწყალში (ფ. ხალვაშის ქ. 188) არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. 05.32.09.877) საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის მიზნით მომზადებული განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია“

სგშ სკრინინგის განცხადება

  • დაწყების თარიღი:
  • დასრულების თარიღი:

სტრატეგიული დოკუმენტის დასახელება: „ქ. ბათუმში, დასახლება მეჯინისწყალში (ფ. ხალვაშის ქ. 188) არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. 05.32.09.877) საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის მიზნით მომზადებული განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია“

დამგეგმავი ორგანო: ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია

სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების არეალი: ქ. ბათუმი, აეროპორტის ტერიტორიული ერთეული, მეჯინისწყლის უბანი, ფ. ხალვაშის ქუჩის (N188) მიმდებარე ტერიტორია (ს/კ 05.32.09.877)

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით 2022 წლის 22 ივლისს სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოადგენილ იქნა ქ. ბათუმში, დასახლება მეჯინისწყალში (ფ. ხალვაშის ქ. 188) არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. 05.32.09.877) საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის მიზნით მომზადებული განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია და სკრინინგის განცხადება (იხ. ელ. ბმული https://nea.gov.ge/Ge/GZSH/468 ). სააგენტომ 2022 წლის 8 აგვისტოს №21/4262 წერილის საფუძველზე ზემოაღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე (https://nea.gov.ge/Ge/GZSH/545 ).

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2022 წლის 22 სექტემბერს,  სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოადგინა ქ. ბათუმში, დასახლება მეჯინისწყალში (ფ. ხალვაშის ქ. 188) არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. 05.32.09.877) საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის მიზნით მომზადებული განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციისა და სკრინინგის განცხადების განახლებული დოკუმენტაცია.

აღნიშნული სკრინინგის განცხადებასა და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2022 წლის  4 ოქტომბრის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი №6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@nea.gov.ge

სტრატეგიული დოკუმენტი – საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ადმინისტრაციული ორგანოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლითაც ცალკეული სექტორებისთვის დგინდება სამომავლო განვითარების ჩარჩო „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ III თავის შესაბამისად და კოდექსის I და II დანართებით გათვალისწინებული საქმიანობების სახეობებისთვის განისაზღვრება მახასიათებლები ან/და მოცულობები;

სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება (სგშ) – „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების შესწავლისა და ზოგადი პროგნოზირების პროცედურა. სგშ მოიცავს სკოპინგს, სგშ-ის ანგარიშის მომზადებას, საზოგადოების მონაწილეობას, უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებთან კონსულტაციების გამართვას და მათგან მიღებული რეკომენდაციებისა და შეფასების შედეგების მხედველობაში მიღებას სტრატეგიული დოკუმენტის მიღებისას/დამტკიცებისას;

სკრინინგი – პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ჩატარების საჭიროებას;