სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვები - სს „ვინდ ფაუერის“ 210 მგვტ სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურისა და 220 კვ ქვესადგურის მშენებლობა-ექსპლუატაციის პროექტი
საჯარო განხილვები
- დაწყების თარიღი:
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: 210 მგვტ სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურისა და 220 კვ ქვესადგურის მშენებლობა-ექსპლუატაცია;
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: სს „ვინდ ფაუერი“;
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: გორის და ქარელის მუნიციპალიტეტები;
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვები:
• 2022 წლის 11 ოქტომბერი, 11:00 საათი, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. დირბის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა;
• 2022 წლის 11 ოქტომბერი, 14:00 საათი, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. ბრეთის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა;
• 2022 წლის 12 ოქტომბერი, 12:00 საათი, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. რუისის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა;
• 2022 წლის 12 ოქტომბერი, 15:00 საათი, გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ვარიანის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა;
“გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის” თანახმად, სკოპინგის დასკვნის მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო. საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.
წარმოდგენილ სკოპინგის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2022 წლის 13 ოქტომბრის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).
ამასთან, დამატებით გაცნობებთ, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნაბეჭდი/მატერიალური ვერსია ასევე ხელმისაწვდომია სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.