შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების თაობაზე - შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის (ნაგავსაყრელის) მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი

შეჩერებული/შეწყვეტილი ადმინისტრაციული წარმოებები

  • დაწყების თარიღი:

შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში წარმოდგენილი იყო განცხადება, რომელიც ეხება  სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის (ნაგავსაყრელის) მშენებლობასა და ექსპლუატაციას (იხ. ლინკი: https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/33928 ).

 

ზემოაღნიშნულ პროექტზე გარკვეული საკითხების დაზუსტების მიზნით, 2022 წლის 22 ივნისს N 21/2821 წერილის საფუძველზე სააგენტომ შეაჩერა ადმინისტრაციული წარმოება. (იხ. ლინკი: https://nea.gov.ge/Ge/GZSH/336).

 

2022 წლის 19 აგვისტოს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ N 21/2821 წერილის შესაბამისად სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილ იქნა დამატებითი (დაზუსტებული) ინფორმაცია (იხ. ლინკი: https://nea.gov.ge/Ge/GZSH/653)  სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის (ნაგავსაყრელის) მშენებლობისა და ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე.

დაინტერესებულ საზოგადოებას გაცნობებთ, რომ სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის 5 სექტემბერს N 21/5001 წერილის საფუძველზე, პროექტთან დაკავშირებული გარკვეული საკითხების დაზუსტების მიზნით, მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების შესახებ.

 

2022 წლის 6 სექტემბერს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ N 04/345 წერილის შესაბამისად სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილ იქნა დამატებითი (დაზუსტებული) ინფორმაცია (იხ. ლინკი: https://nea.gov.ge/Ge/GZSH/709)  სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის (ნაგავსაყრელის) მშენებლობისა და ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე.

 

დაინტერესებულ საზოგადოებას გაცნობებთ, რომ სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის 27 ოქტომბრის N 21/6393 წერილის საფუძველზე, პროექტთან დაკავშირებული გარკვეული საკითხების დაზუსტების მიზნით, მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების შესახებ.