შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებისთვის საერთაშორისო ექსპერტებმა ტრენინგები ჩაატარეს

გეოლოგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებისთვის, მოწვეულმა საერთაშორისო ექსპერტებმა ტრენინგები ჩაატარეს.

ტრენინგების ფარგლებში, მონაწილეებმა გეოლოგიური საფრთხეების (მეწყერი, ღვარცოფი, ქვათაცვენა) შეფასებისთვის საჭირო თანამედროვე მეთოდოლოგია და პროგრამული უზრუნველყოფა განიხილეს, გეოლოგიური საფრთხეების დაძაბულ უბნებზე  საველე გეოლოგიური კვლევები განახორციელეს.

სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებმა, ექსპერტების ჩართულობით, მეწყრების და ღვარცოფების საფრთხეების ზონირების რუკების მომზადების სამომავლო გეგმებიც განიხილეს.

ტრენინგები გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფართომასშტაბიანი ინიციატივის ფარგლებში  ჩატარდა, რომელიც კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირებას ემსახურება. პროგრამა ხორციელდება საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიისა და შვედეთის ხელშეწყობით.