გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, თანამშრომლობის ფარგლებში, ფინეთის გეოლოგიური სამსახურის გამოცდილება გაიზიარა
გეოლოგია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სტიქიური პროცესების, საინჟინრო-გეოლოგიის და ჰიდროგეოლოგიის სამმართველოს უფროსი გიორგი გაფრინდაშვილი, სასწავლო-სამუშაო ვიზიტით, ფინეთის გეოლოგიურ სამსახურში იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში, ქართველმა სპეციალისტმა საბადოთა დახურვის, გეომონაცემთა, კუდსაცავებისა და სამთო ნარჩენების მართვის და სამთომოპოვებით საქმიანობასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი ასპექტების მიმართულებით ფინეთის გამოცდილება გაიზიარა, მიმდინარე სამუშაო პროცესებს გაეცნო და საველე გასვლებში მიიღო მონაწილეობა.
სასწავლო-სამუშაო ვიზიტი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა.