ევროკავშირის პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულ სააგენტოში ევროკავშირის პროექტის "ევროკავშირი გარემოსთვის - წყლის რესურსები და გარემოსდაცვითი მონაცემები" ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა თეიმურაზ მთივლიშვილმა, პროექტის განმახორციელებელი კონსორციუმის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ზინკემ და ავსტრიის გარემოს დაცვის სააგენტოს ექსპერტებმა პროექტის ფარგლებში განსახორციელებელ აქტივობებზე და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
შეხვედრაში მონაწილეობდა ევროკავშირის პროექტის „ევროკავშირი შავ ზღვაში გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესებისათვის“ (EU4EMBLAS) ექსპერტი ქიმიის მიმართულებით პიტერ ოსვალდი.
აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერებას, საქართველოში წყლის მონიტორინგის განხორციელებაში ევროპული დირექტივების მოთხოვნების შესაბამისად.