შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და CENN-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ჰიდრომეტეოროლოგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულ სააგენტოს და CENN-ს შორის კლიმატის სერვისების შექმნის მიმართულებით თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

აღნიშნული თანამშრომლობა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების პროგრამის მხარდაჭერილი პროექტის „კლიმატის ინოვაციური სერვისების შექმნა სამეცნიერო და ადგილობრივი ცოდნის ინტეგრირების გზით“  (I-CISK) ფარგლებში ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში, შეფასდება მდ. ალაზნის აუზის წყლის რესურსები კლიმატის ცვლილების ფონზე. გარდა ამისა, მხარეები ერთობლივად შეიმუშავებენ მდინარე ალაზნის აუზში გრძელვადიანი ჰიდროლოგიური პროგნოზირების სისტემას, რომელშიც ექსპერტები  ჩაერთვებიან. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, CENN-მა გარემოს ეროვნულ სააგენტოს, ალაზნის აუზში მონაცემების შეგროვების გაუმჯობესებისთვის, ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურების დასამუხტი მოწყობილობები გადასცა.

პროექტი უზრუნველყოფს ალაზნის აუზში კლიმატის ცვლილების ფონზე წყლის რესურსების მართვასთან  დაკავშირებული გამოწვევების იდენტიფიცირებას და შესაბამისი საკვლევი საკითხების განსაზღვრას.