შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

სააგენტოს სპეციალისტებისა და ავსტრიის გარემოს სააგენტოს ექსპერტების მონაწილეობით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გეოლოგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების და ავსტრიის გარემოს სააგენტოს ექსპერტების მონაწილეობით, ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, თემაზე „მიწისქვეშა წყლის ობიექტების გამოყოფა - მონაცემთა ინტერპრეტაცია“ სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე, მონაწილეებმა მიწისქვეშა წყლის ობიექტების განსაზღვრისა და ქიმიურ მონაცემთა ინტერპრეტაციის შესახებ ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივით განსაზღვრული საკითხები განიხილეს. საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა საქართველოში მიწისქვეშა წყლის ობიექტებთან დაკავშირებით განხორციელებულ სამუშაოებზე, არსებულ მეთოდოლოგიაზე და პროექტის სამიზნე არეალებში (რიონისა და ენგურის მდინარეთა აუზები) დაგეგმილ ერთობლივ საველე ჰიდროგეოლოგიურ კვლევებზე იმსჯელეს.

პროექტის „ევროკავშირი გარემოსთვის - წყლის რესურსები და გარემოსდაცვითი მონაცემები" განხორციელება ხელს შეუწყობს სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერებას, საქართველოში წყლის მონიტორინგის განხორციელებაში ევროპული დირექტივების მოთხოვნების შესაბამისად.