SIDA-ს პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაბინძურების მონიტორინგი
გარემოს ეროვნულ სააგენტოში შვედეთის მთავრობის დაფინანსებით მიმდინარე პროგრამის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო" ფარგლებში, ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მიმართულებით მიმდინარე სამუშაოების შედეგები განიხილეს.
შეხვედრას გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ფიცხელაური, სააგენტოს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები და პროექტის განმახორციელებელი ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე, გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტმა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის საკითხებზე პრეზენტაცია წარმოადგინა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის, თამარ ფიცხელაურის განცხადებით, გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის პრიორიტეტული მიმართულებაა ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის ქსელის გაფართოება, რისთვისაც უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და მათი მხარდაჭერა.
პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტის „ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაუმჯობესება საქართველოში“ ბენეფიციარი უწყება გარემოს ეროვნული სააგენტოა. პროექტის ფარგლებში, სააგენტო ჰაერის ხარისხის მონიტორინგის 8 ავტომატურ და 1 მობილურ სადგურს შეიძენს.