შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

ქვათაცვენის საფრთხის შეფასების და მოდელირების შესახებ, საერთაშორისო ექსპერტებმა ტრენინგი გამართეს

გეოლოგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებისთვის, საერთაშორისო ექსპერტებმა ტრენინგი თემაზე - „ქვათაცვენის საფრთხის შეფასება და მოდელირება“ გამართეს.

ტრენინგზე ექსპერტებმა სააგენტოს თანამშრომლებს გაუზიარეს ინფორმაცია ქვათაცვენის საფრთხის შეფასების და მოდელირების შესახებ. სწავლების ფარგლებში, განხორციელდა საველე კვლევა გეოლოგიური საფრთხეებით დაძაბულ უბნებზე. ტრენინგში გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებთან ერთად,  უმაღლესი სასწავლებლების დარგობრივი მიმართულების სტუდენტებიც მონაწილეობდნენ.

ტრენინგი  გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, „კატასტროფების რისკის მართვის გლობალური ინიციატივის“ (GIDRM) პროექტის ფარგლებში გაიმართა.