ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიამ აკრედიტაციის ცენტრის ყოველწლიური შეფასება წარმატებით გაიარა
გარემოს დაბინძურების მონიტორინგი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიამ წარმატებით გაიარა აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის ყოველწლიური შეფასება. ასევე, ლაბორატორიაში ახლად დანერგილ პარამეტრების ანალიზებზე შესაბამისი აკრედიტაცია მიიღო.
აკრედიტაცია ლაბორატორიის კომპეტენციის აღიარებას წარმოადგენს და მაღალი სტანდარტით ფუნქციონირებას გულისხმობს.
ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი ხელსაწყო დანადგარებით, სადაც ამჟამად, წყლის, ნიადაგისა და ჰაერის ქიმიური და მიკრობიოლოგიური კვლევები ევროკავშირის შესაბამისი ჩარჩო დირექტივების მეთოდოლოგიების გათვალისწინებით მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ ლაბორატორია ერთადერთია საქართველოში, რომელიც გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის მონიტორინგს ახორციელებს და რომელსაც უნიკალური მონაცემთა ბაზები გააჩნია.