შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

საქართველოში, 2022-2023 წლის ზამთრის სეზონის კლიმატური პროგნოზი

ჰიდრომეტეოროლოგია

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, კლიმატური პროგნოზების ფორუმზე (SEECOF-28) 2022-2023 წლების ზამთრის სეზონის პროგნოზი მომზადდა.

პროგნოზის მიხედვით,  ზამთრის სეზონზე  ჰაერის საშუალო ტემპერატურა, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, კლიმატური ნორმის ფარგლებში ან ნორმაზე 1 გრადუსით მაღალი, ხოლო ატმოსფერული ნალექები შავი ზღვის სანაპირო ზოლში კლიმატურ ნორმაზე ნაკლები, ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე კი, ძირითადად, ნორმის ფარგლებშია მოსალოდნელი.

ზამთრის სეზონის ცალკეულ დღეებში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ქვეყნის დაბლობსა და ბარში -8, -13, მთაში -13, -18, ხოლო მაღალმთაში  -22, -27 გრადუსამდე.

კონკრეტულ დღეებში მოსალოდნელი ამინდი დაზუსტდება მოკლევადიანი პროგნოზით.