გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ტრაბზონში გამართულ ტრენინგში მიიღეს მონაწილეობა
გარემოს დაბინძურების მონიტორინგი
გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ქ.ტრაბზონში იმყოფებოდნენ, სადაც BlackSea4Fish პროექტის „შავი ზღვის ფსკერული ტრალის სტანდარტიზაცია და გემის საჭერი ბადე-იარაღის ტესტირება“ ფარგლებში, შავი ზღვის ქვეყნების წარმომადგენლებთან და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, საზღვაო ექსპედიციაში მიიღეს მონაწილეობა.
საერთაშორისო ექსპედიციის ფარგლებში, სააგენტოს მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის თანამშრომლების ჩართულობით მოხდა ახალი მოწყობილობის - სტანდარტიზებული ფსკერული ტრალის ტესტირება, რომელიც შემდგომ გამოყენებული იქნება სამეცნიერო კვლევების მიზნით. სწავლება მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკული სამუშაოებს.
პროექტი BlackSea4Fish გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ხმელთაშუა ზღვის მეთევზეობის გენერალური კომისიის (GFCM) მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს შავი ზღვაში ბიოლოგიური რესურსების მარაგების შენარჩუნებას და მდგრადი მეთევზეობის ხელშეწყობას.