გარემოს ეროვნული საგენტოს განცხადება გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოებების, საჯარო განხილვებისა და გადაწყვეტილებების გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე განთავსების შესახებ
გარემოსდაცვითი შეფასება
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში“ (2023 წლის 22 თებერვლის საქართველოს კანონი №1445-VIIIმს-Xმპ) შეტანილი ცვლილებით, კოდექსით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების/დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობისა და ამ მიზნით შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და საჯარო განხილვების ჩატარების უზრუნველყოფა სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის კომპეტენცია გახდა.
კოდექსში შეტანილი ცვლილების თანახმად, 2023 წლის 1 ივლისიდან, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული მიმდინარე წარმოებებისა და საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაცია, ასევე, გზშ-ის/სგშ-ის სფეროში გამოცემული გადაწყვეტილებები სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გამოქვეყნდება გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე http://ei.gov.ge/
საჯარო განხილვებთან დაკავშირებით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს:
ტელ: (+995 322) 112023
ელ-ფოსტა: PH@EIEC.GOV.GE
მის: ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N32გ
,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით” გათვალისწინებულ მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებებთან დაკავშირებით შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ გარემოს ეროვნულ სააგენტოს.
მის: ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N34
ელ-ფოსტა: EIA@MEPA.GOV.GE