შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტების ვიზიტი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკაში

ჰიდრომეტეოროლოგია

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტები, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ქ. სკოპიეში, სწრაფად განვითარებადი წყალმოვარდნების პროგნოზირების სისტემების შესახებ გამართულ საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობდნენ.

ფორუმი მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) მხარდაჭერით გაიმართა და მასში 64 ქვეყნის 203 დელეგატი იღებდა მონაწილეობას.

ფორუმზე  სწრაფად განვითარებადი წყალმოვარდნების პროგნოზირების მოდელირების სისტემების ფუნქციონირების, ამ სისტემებთან ახალი სადამკვირვებლო ქსელების ინტეგრირების და აღნიშნული მიმართულებებით მონაწილე ქვეყნების შესაძლებლობების საკითხები განიხილეს. მონაწილეებმა აღნიშნული სისტემების გაუმჯობესების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ იმსჯელეს, შემუშავდა სწრაფად განვითარებადი წყალმოვარდნების პროგნოზირების ხარისხის გაზრდასთან და ამ მოვლენით გამოწვეული უარყოფითი შედეგების თავიდან აცილება-შერბილებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები.