შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

სააგენტოს სპეციალისტებმა კავკასიის მთის რიგით მესამე ფორუმში მიიღეს მონაწილეობა

ჰიდრომეტეოროლოგია

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა კავკასიის მთის რიგით მესამე ფორუმში „ტრანსდისციპლინურობა მდგრადი ტურიზმის განვითარებისთვის: კავკასიელ მეცნიერთა როლი“ და რეგიონულ შეხვედრაში  მიიღეს მონაწილეობა.

ფორუმი ქუთაისში,  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

ფორუმის ფარგლებში, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა  ბუნებრივი საფრთხეების მოდელირებისა და რუკების მომზადების, ასევე, ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვებების მიმართულებით მიმდინარე აქტივობების შესახებ მოხსენებები წარადგინეს.

რეგიონული შეხვედრის ფარგლებში, სააგენტოს თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული უარყოფითი შედეგების  ზეგავლენაზე გამართულ დისკუსიებში. დისკუსიებზე გამოიკვეთა წყლის რესურსების მართვის და ბუნებრივი საფრთხეების მიმართულებები და აღნიშნული მიმართულებებით საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) მხარდაჭერით სამომავლო თანამშრომლობის საკითხი.

შეხვედრას საჯარო უწყებების, სამეცნიერო  და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.