მდინარეთა სააუზო მართვის რეგიონალური შეხვედრა ვენაში
ჰიდრომეტეოროლოგია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ვენაში „ფინანსური დახმარების ხელშეწყობა წყლის რესურსებისა და გარემოს მედეგობისათვის ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ რეგიონალურ შეხვედრას დაესწრნენ.
შეხვედრის მონაწილეებს საშუალება მიეცათ უშუალოდ ადგილზე გაცნობოდნენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მდინარეთა სააუზო მართვის გეგმების განხორციელების შესახებ მიღწეულ შედეგებს, ახალი ტექნოლოგიებისა და მიდგომების გამოყენების პოტენციალს.
შეხვედრა ევროკავშირის მიმდინარე პროგრამის „ევროკავშირი გარემოს დაცვისთვის - წყლის რესურსები და გარემოსდაცვითი მონაცემები“ ფარგლებში გაიმართა.