სააგენტოში სამუშაო ვიზიტით უზბეკეთის დელეგაცია იმყოფებოდა
ჰიდრომეტეოროლოგია
გარემოს ეროვნული სააგენტოში სამუშაო ვიზიტით უზბეკეთის ეკოლოგიის სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, ჰიდრომეტეოროლოგიის სამსახურის და „გაეროს განვითარების პროგრამა უზბეკეთში“ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, მხარეებმა საქართველოში კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მიმდინარე პროექტის აქტივობები და უზბეკეთის ჰიდრომეტეოროლოგიურ სამსახურში ანალოგიური პროექტის რაციონალურად მართვასთან დაკავშირებით გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების რეკომენდაციები განიხილეს.
ვიზიტი პროექტის კლიმატის მწვანე ფონდისა (GCF) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ მხარდაჭერილი პროექტის „მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის გაფართოება და კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოყენება საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა.