შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

სააგენტოს წარმომადგენლებმა და სკოლის მოსწავლეებმა, ბათუმსა და გრიგოლეთში, შავი ზღვის სანაპირო ზოლი დაასუფთავეს

შავი ზღვის მონიტორინგი

გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების ფარგლებში, გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა და სკოლის მოსწავლეებმა, ბათუმსა და გრიგოლეთში, შავი ზღვის სანაპირო ზოლი დაასუფთავეს და შეგროვილი ნარჩენების სეპარირება მოახდინეს.

 

მოსწავლეებმა ზღვის დაბინძურების წყაროებთან დაკავშირებით სააგენტოს სპეციალისტების შემეცნებითი ლექცია მოისმინეს.

კამპანიის ფარგლებში, დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებისთვის, ქალაქ ფოთში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, შავ ზღვაში საზღვაო ნარჩენების წარმოქმნის შემდგომ შემცირებასა და პრევენციის ღონისძიებებზე იმსჯელეს.

აღნიშნული ღონისძიებები ევროკავშირის პროექტის EU funded Marine Litter MED II Project და შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის კომისიის (BSC) მხარდაჭერით განხორციელდა.