სამუშაო ვიზიტი შვეიცარიაში
გეოლოგია
გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის და ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტები, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის კრიზისული ვითარების მართვის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელთან ერთად, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ მხარდაჭერილი და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებული პროექტის ,,კლიმატის ცვლილებებისადმი ადაპტაციის შესაძლებლობის გაძლიერება“ ფარგლებში, შვეიცარიაში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ.
სასწავლო ვიზიტი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით ფართომასშტაბიანი კლიმატური პროგრამის ფარგლებში გაიმართა, რომელიც კლიმატის მწვანე ფონდისა და საქართველოს, შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების მხარდაჭერით ხორციელდება.
