გარემოს ეროვნულ სააგენტოში სამუშაო ვიზიტით შვედეთის დელეგაცია იმყოფებოდა
გარემოს დაბინძურების მონიტორინგი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ვასილ გედევანიშვილი პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო“ ფარგლებში, საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ შვედეთის გარემოს დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას საქართველოში შვედეთის საელჩოს გარემოსდაცვითი პროგრამის ხელმძღვანელი ხათუნა ზალდასტანიშვილი ესწრებოდა.
მხარეებმა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის თანამედროვე მიდგომების საკითხები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებსა და მიმართულებებზე იმსჯელეს.
შვედეთის დელეგაცია სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორიასაც ესტუმრა. დელეგაციის წევრებმა პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო“ ფარგლებში დამონტაჟებული ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატური სადგურიც დაათვალიერეს.
აღსანიშნავია, რომ პროექტი „გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო“ საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შვედეთის მთავრობის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მხარდაჭერით, 2021 წლიდან მიმდინარეობს. პროექტის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს საქართველოში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაფართოება და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება. მნიშვნელოვანია, რომ, ამ მიმართულებით, პროექტის ფარგლებში, არაერთი ნაბიჯია გადადგმული, გაიხსნა 2 ახალი, თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი მონიტორინგის სადგური. გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელი, ჯამში, 8 ავტომატური და 1 მობილური სადგურით გაფართოვდება.