გარემოს ეროვნულმა სააგენტომ სტუდენტური დასაქმების ფორუმში მიიღო მონაწილეობა
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ სტუდენტური დასაქმების ფორუმში მიიღო მონაწილეობა.
დასაქმების ფორუმში თსუ ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურების, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების 1000-მდე სტუდენტი და კურსდამთავრებული მონაწილეობდა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს დარგობრივი მიმართულების წარმომადგენლები აღნიშნულ დასაქმების ფორუმში ყოველწლიურად მონაწილეობენ, სადაც სტუდენტებს სააგენტოს საქმიანობას აცნობენ და დაინტერესების შემთხვევაში სტაჟირებას სთავაზობენ.