შეხვედრა სლოვაკეთის რესპუბლიკის სრულუფლებიან ელჩთან
გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ვასილ გედევანიშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მატუშ ბუშოვსკისა და განვითარებისათვის თანამშრომლობის მიმართულების ხელმძღვანელს, კონსულს ზუზანა პალოშოვას შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში გარემოს დაცვის მიმართულებით სლოვაკეთის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები განიხილეს. აღინიშნა, რომ ბოლო ათწლეულში, სლოვაკ პარტნიორებთან ერთად, გარემოს ეროვნულ სააგენტოში არაერთი პროექტი განხორციელდა, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ქვეყანაში წყლის მონიტორინგის შესაძლებლობების გაძლიერებას. საუბარი, ასევე, შეეხო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.
