გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტი ხორვატიაში, ქ. როვინიში, სასწავლო კურსზე იმყოფებოდა
შავი ზღვის მონიტორინგი
ხორვატიაში, ქ. როვინიში, ევროკავშირის პროექტის „წყლის რესურსები და გარემოსდაცვითი მონაცემები" ფარგლებში, სასწავლო კურსი ჩატარდა. კურსი მოიცავდა ეკოლოგიური შეფასების ინდექსის გამოყენებით მაკროფიტების, რომლებიც ეკოლოგიური ხარისხის ინდიკატორებს წარმოადგენენ და მაკროწყალმცენარეების სტატუსის განსაზღვრას და შეფასებას ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის შესაბამისად.
სასწავლო კურსში გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის სპეციალისტი მარიამ ცეცხლაძე მონაწილეობდა.
კურსის მთავარ ამოცანას წარმოადგენდა კვლევის მეთოდების ჰარმონიზება ევროპულ სტანდარტებთან. ასევე, მიღებული ცოდნის გამოყენება შავი ზღვის საქართველოს სანაპიროს ეკოლოგიური სტატუსის კლასის შესაფასებლად.
აღსანიშნავია, რომ პროექტის „წყლის რესურსები და გარემოსდაცვითი მონაცემები" მიზანია, მხარი დაუჭიროს აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს წყლის რესურსების მდგრად გამოყენებაში და გააუმჯობესოს გარემოზე სანდო მონაცემების ხელმისაწვდომობა.
პროექტის ფარგლებში, გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის საქართველოს სანაპიროსა და გარდამავალი წყლების ბიომრავალფეროვნების კვლევებს ახორციელებს.