შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტების სამუშაო ვიზიტი შვეიცარიაში

ჰიდრომეტეოროლოგია

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტები, გაეროს განვითარების პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების შემცირება საქართველოში“ ფარგლებში, შვეიცარიის კონფედერაციაში, ქ. დაოსში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ.


ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა შვეიცარიის მეტეოროლოგიური სამსახურის ხელმძღვანელთან, ასევე, ბუნებრივი საფრთხეების სამდივნოსა და თოვლისა და ზვავების კვლევით ინსტიტუტის წარმომადგენლებთან.

სააგენტოს სპეციალისტები დეტალურად გაეცნენ შვეიცარიაში არსებულ პრაქტიკას თოვლის ზვავების რისკების მართვის სფეროში, რაც გულისხმობს თოვლზე დაკვირვებების, საფრთხეების რუკების შემუშავების, საინჟინრო პრევენციული ღონისძიებების მოწყობის, პროგნოზირებისა და ადრეული შეტყობინების მიმართულებებით. საველე გასვლების დროს, სპეციალისტებმა ზვავსაწინააღმდეგო ნაგებობები და ზვავის ხელოვნურად მართვის სისტემები დაათვალიერეს.

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებს საშუალება ჰქონდათ, გასცნობოდნენ თანამედროვე მეტეოროლოგიური დაკვირვებების, ამინდის პროგნოზირებისა და ადრეული შეტყობინების გავრცელების სისტემებს.