სააგენტოს სპეციალისტები საერთაშორისო კონფერენციებს და სასწავლო ტრენინგებს დაესწრნენ
შავი ზღვის მონიტორინგი
გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ხმელთაშუა ზღვის მეთევზეობის გენერალურ კომისიასთან (FAO/GFCM) თანამშრომლობის ფარგლებში, GFCM-ის მიერ ორგანიზებულ შავი ზღვის სამუშაო ჯგუფის და მარაგების შეფასების სუბრეგიონული ჯგუფის ფორმატში გამართულ შეხვედრებს, საერთაშორისო კონფერენციებს და სასწავლო ტრენინგებს დაესწრნენ.
სასწავლო ტრენინგები შავი ზღვის პრიორიტეტული თევზის სახეობების ასაკის განსაზღვრის მეთოდების შესწავლასთან დაკავშირებით, ტრაბზონის მეთევზეობის ცენტრალური კვლევითი ინსტიტუტის და სტამბოლის უნივერსიტეტის ბაზაზე ჩატარდა.
აღნიშნული აქტივობები მიზნად ისახავს შავი ზღვის ბიოლოგიური რესურსების მარაგების შეფასების სტანდარტიზაციას და ხმელთაშუა და შავი ზღვის ქვეყნებს შორის კვლევის მეთოდების ჰარმონიზებას, ასევე, ხელს უწყობს გამოცდილების გაზიარებას და სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებას.