შოვისა და ნერგეეთის ანგარიშების წარდგენა
ჰიდრომეტეოროლოგია
წარმოდგენილი დოკუმენტები მოიცავს ინფორმაციას სტიქიის ძირითად გამომწვევ მიზეზებზე, შედეგებსა და რეკომენდაციებზე.
მინისტრმა სამოქალაქო უსაფრთხოებისა და კატასტროფების რისკების ეფექტიანი მენეჯმენტის სისტემების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება ქართველი და უცხოელი სპეციალისტების, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
მომზადებული დასკვნა და ანგარიში, სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ვასილ გედევანიშვილმა წარადგინა.
შეხვედრაზე წარმოდგენილი დოკუმენტები შედგენილია სააგენტოს სპეციალისტების ჩართულობით, გეოლოგიურ, მეტეოროლოგიურ და ჰიდროლოგიურ პარამეტრებზე დაკვირვების, ისტორიული და მიმდინარე მონაცემების მათ შორის სატელიტური, რადარული და აეროფოტო სურათების დეშიფრირებული ინფორმაციის, აგრეთვე, საველე ჰიდრომეტეოროლოგიური/გეოლოგიური კვლევების და შედეგად მიღებული მონაცემების კამერალური დამუშავების საფუძველზე.
კომპანია GEOTEST-ის მიერ შოვის მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებიული ანგარიში

