გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი InSAR ტექნოლოგიებთან დაკავშირებით იტალიური კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ვასილ გედევანიშვილი იტალიური კომპანიის TRE-Altamira-ს დამფუძნებელს და აღმასრულებელ დირექტორს, პაოლო ფერარის და ფლორენციის უნივერსიტეტის მეცნიერებს შეხვდა.
შეხვედრას გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიისა და ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები და სპეციალისტები ესწრებოდნენ. იტალიელმა მეცნიერებმა თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის, დისტანციური ზონდირების InSAR ტექნიკის გამოყენებით ბუნებრივი საფრთხეების კვლევების შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სატელიტური ფოტოები მეწყრული პროცესების მონიტორინგის საშუალებას იძლევა.
გლობალური კლიმატური ცვლილების ფონზე, საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, სტიქიური პროცესების ზრდის ტენდენცია ფიქსირდება. აქედან გამომდინარე, InSAR ტექნიკის დანერგვა შესაბამის სამსახურებს, მათ შორის გარემოს ეროვნულ სააგენტოს მნიშვნელოვნად დაეხმარება კატასტროფების მართვასთან დაკავშირებული სტრატეგიების შემუშავების პროცესში.
დღეისათვის, აღნიშნული ტექნოლოგიები აქტიურად ინერგება და ვითარდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ქვეყნის მაღალმთიან რეგიონებში ბუნებრივი საფრთხეების ინტეგრირებული მონიტორინგი, პროგნოზირება თუ ადრეული გაფრთხილებების მომზადება/გავრცელება კომპლექსურად, შესაბამისი პასუხისმგებელი სტრუქტურების ჩართულობით ხორციელდება.