სააგენტოს სპეციალისტი სასწავლო ვიზიტით აშშ-ს აიდაჰოს უნივერსიტეტის აკვაკულტურის კვლევით ინსტიტუტში იმყოფებოდა
შავი ზღვის მონიტორინგი
გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობის აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის სპეციალისტი მარიკა მახარაძე ამერიკის შეერთებული შტატების აიდაჰოს უნივერსიტეტის აკვაკულტურის კვლევით ინსტიტუტში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა. აღნიშნული სასწავლო პროგრამა კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის ექსტენციის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) დაფინანსებითა და „მომავლის ფერმერის“ ორგანიზებით განხორციელდა.
სასწავლო კურსი თეორიულ სწავლებას და გადამამუშავებელ საწარმოებში პრაქტიკულ ვიზიტებს მოიცავდა. პროგრამის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ კალმახის კვების მენეჯმენტს და სპეციფიკაციას, გავრცელებულ დაავადებებსა და მათ მართვას, ბიოუსაფრთხოების და ფერმის მოწყობის საკითხებს, ასევე, წყლის ხარისხის და სხვა მახასიათებლების კონტროლსა და მონიტორინგს.
აღნიშნული აქტივობები ხელს უწყობს სპეციალისტების პროფესიულ განვითარებას, გამოცდილების გაზიარებას და ქვეყანაში მდგრადი აკვაკულტურის პრინციპების დანერგვას.