სამუშაო ვიზიტი ჩეხეთში
გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე, მაია ბერაძე სააგენტოს სპეციალისტებთან და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, პროგრამის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო" ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით ჩეხეთში იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრები გაიმართა ჩეხეთის გარემოს დაცვის სამინისტროსთან, გარემოს დაცვის ინსპექციასა და გარემოს დაცვის სახელმწიფო ფონდთან. შეხვედრებზე მხარეებმა გარემოსდაცვითი მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და ხედვებზე იმსჯელეს.
სააგენტოს წარმომადგენლებმა ჩეხი კოლეგებისგან რეკომენდაციები მიიღეს გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან, მის პრაქტიკაში აღსრულებასთან, ისტორიულად დაბინძურებული ადგილების ინვენტარიზაციასთან, გარემოსდაცვითი სახელმწიფო ფონდის საქმიანობასთან და დაზიანებული ტერიტორიების აღდგენის პროცესებთან, ასევე, ამ მიმართულებით არსებულ ევროპულ მიდგომებთან, გამოწვევებთან და განვითარების ტენდენციებთან დაკავშირებით.
ვიზიტის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლებმა ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნის და მინის საწარმოს დაზიანებული ტერიტორიები დაათვალიერეს. მხარეებმა განიხილეს გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოსასწორებლად მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები.
ვიზიტის ფარგლებში მიღებული ცოდნა, „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის ევროპული მიდგომების შესაბამისად, დაზიანებული ტერიტორიების აღდგენის პროცესის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის და ევროპული სტანდარტების განხორციელების კუთხით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.
პროგრამა „გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, 2021 წლიდან წარმატებით მიმდინარეობს. პროექტი გარემოსდაცვითი მიმართულებით სხვადასხვა მნიშვნელოვან აქტივობას ახორციელებს, მათ შორისაა საქართველოში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაფართოება, ჰაერის ხარისხის და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების დაცვისა და აღდგენის ხელშეწყობა, სამინისტროსა და მასში შემავალი უწყებების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება.