2024 წლის ზაფხულის სეზონის კლიმატური პროგნოზი
ჰიდრომეტეოროლოგია
სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნების კლიმატური პროგნოზის ფორუმზე (SEECOF-31) საქართველოს ტერიტორიისთვის 2024 წლის ზაფხულის სეზონის კლიმატური პროგნოზი მომზადდა, რომელიც დინამიური და სტატისტიკური მოდელირების შედეგებს და ოკეანესა და ატმოსფეროში მიმდინარე პროცესების ურთიერთკავშირებს ეფუძნება.
პროგნოზის მიხედვით, ზაფხულის სეზონზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კლიმატურ ნორმაზე 1-2 გრადუსით მაღალი, ხოლო ატმოსფერული ნალექები ნორმის ფარგლებშია მოსალოდნელი.
ზაფხულის სეზონის ცალკეულ დღეებში შეიძლება ჰაერის ტემპერატურის კლიმატური ნორმიდან მნიშვნელოვანი გადახრები აღინიშნოს. კერძოდ, შესაძლებელია ქვეყნის დაბლობსა და ბარში ჰაერის ტემპერატურამ +39, +42, მთიან რაიონებში +37, +40, ხოლო მაღალმთიან რაიონებში +32, +35 გრადუსს მიაღწიოს. სეზონის ცალკეულ პერიოდებში, შესაძლებელია, ასევე, ზაფხულისთვის დამახასიათებელი ექსტრემალური ამინდი - თბურ ტალღები, გვალვა ან ძლიერი ნალექები აღინიშნოს.