სააგენტოს გეოლოგების სამუშაო შეხვედრები ჩეხეთსა და საქართველოში
გეოლოგია
გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტები პროექტის „გეოლოგიური საფრთხეების შეფასება ხევსურეთში“ ფარგლებში, სასწავლო ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ.
ქართველი სპეციალისტები ჩეხეთის რესპუბლიკის გეოლოგიის სამსახურში მეწყრის კვლევის დისტანციურ მეთოდებს და თანამედროვე ტექნოლოგიებს გაეცნენ. საველე სასწავლო ტურის ფარგლებში, მონაწილეებმა სტიქიური გეოლოგიური პროცესების შედეგად განადგურებული კავჩინის ნასახლარი და მიმდებარე პრიგრაზის კლდეები დაათვალიერეს და ქ. ქრჟტინში გამართულ ორდღიან კონფერენციას „გეომორფოლოგიური კვლევის მდგომარეობა 2024 წელს“ დაესწრნენ.
პროექტით გათვალისწინებული საპასუხო ვიზიტის ფარგლებში, გარემოს ეროვნულ სააგენტოში გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებსა და ჩეხეთის რესპუბლიკის გეოლოგიური სამსახურის (CGS) წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.