შშმ პირებზე ადაპტირება

გარემოს ეროვნული სააგენტო

სომხეთის რესპუბლიკის ჰიდრომეტეოროლოგიის და მონიტორინგის ცენტრის დელეგაციის ვიზიტი სააგენტოში

ჰიდრომეტეოროლოგია

გარემოს ეროვნული სააგენტოში  სამუშაო ვიზიტით,  სომხეთის რესპუბლიკის ჰიდრომეტეოროლოგიის და მონიტორინგის ცენტრის დელეგაცია იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები ადგილობრივი ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის საქმიანობას გაეცნენ, ასევე, მდ. დევდორაკის ხეობაში არსებული განგაშის სისტემა, კიკეთის მეტეოროლოგიური რადარი, ჰიდრომეტეოროლოგიური საკალიბრაციო  და ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიები მოინახულეს.

სამუშაო შეხვედრებზე მხარეებმა გარემოს ეროვნული სააგენტოსა და სომხეთის ჰიდრომეტეოროლოგიის და მონიტორინგის ცენტრს შორის გამოცდილების გაზიარებაზე, თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებებზე და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე ისაუბრეს. 

აღნიშნული პროგრამის მიზანია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის წყლის რესურსების უსაფრთხოების და მათი გაუმჯობესებული მართვის ხელშეწყობა, ასევე, ამ მიმართულებით ეფექტიანი რეგიონული თანამშრომლობის მხარდაჭერა.

აღსანიშნავია, რომ ამავე პროგრამის ფარგლებში, გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებთან ერთად სამუშაო ვიზიტით ქ. ერევანში სომხეთის ჰიდრომეტეოროლოგიის და მონიტორინგის ცენტრში იმყოფებოდა.

სამუშაო ვიზიტები ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, სამხრეთ კავკასიის წყლის რესურსების რეგიონალური მართვის (SCRWM) პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.